მედია: ამბობს, რომ ხაბეიშვილის დაკავებით “ნაცმოძრაობას“ სიურპრიზი მოუწყო

სიურპრიზების მთავარი ადრესატი ჩვენთვის არის ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მათ ვერ გავახარებთ, ცხრა მოვუგეთ, ყველა პროცესში მოვუგეთ, ყველანაირი რადიკალიზაციის სცენარი ჩავუგდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ ქვეყნის გარეთ“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ტელეარხ “იმედთან“ ინტერიუში განცხადა.

“არიან ძალიან გავლენიანი ძალები, რომელსაც საქართველოში სურდათ არეულობის სცენარის განხორციელება, ყველაფერი ჩავუგდეთ, ყველაფერი მოვუგეთ, ყველა სიურპრიზი გავუკეთეთ, ამაზე იდარდოს „ნაცმოძრაობამ“,თქვა კობახიძემ და განმარტა, რომ დღესაც იყო სიურპრიზი, როდესაც სამართალდამცველმა ორგანოებმა კონკრეტული საქმე გამოიძიეს და დააკავეს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.

„სიურპრიზებს ჩვენ ტრადიციულად ვუკეთებთ ხოლმე „ნაცმოძრაობას“, ცხრა სიურპრიზი გავუკეთეთ უკვე როდესაც წააგეს, ბევრი სხვა სიურპრიზიც იყო. დღესაც იყო სიურპრიზი, როდესაც სამართალდამცველმა ორგანოებმა კონკრეტული საქმე გამოიძიეს და დააკავეს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი. სიურპრიზების მთავარი ადრესატი ჩვენთვის არის ხოლმე რადიკალური ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მათ ვერ გავახარებთ, – განმარტა მან.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

“ფოტოზე ჩანს ბიჭები, რომლებიც ჩემი მეგობრის სადარბაზოსთან დგანან და საქმეს მირჩევენ, სად მივდივარ? 18-დან 25 წლამდე არიან ყველა. ასეთი უნდა იყოს ჩემი ქვეყანა დღეს, სადაც შვილებს ასე ზრდიან?“

ლაშა ბუღაძე: ჩემთვის ყველა ეს ადამიანი გმირია, ვინც ამას არ შეუშინდა და არ ეშინია, მაგრამ ამორალურად და დანაშაულად მივიჩნევ ყველა იმ აზრს, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ადამიანს უბიძგებს მსხვერპლშეწირვისთვის!