გასულ წელს მშობლებმა დეპუტატებს, მოსამართლეებს და სხვა საჯარო მოხელებს 16 მილიონი ლარი აჩუქეს -TI

გასულ წელს მშობლებმა დეპუტატებს, მოსამართლეებს და სხვა საჯარო მოხელებს 16 მილიონი ლარი აჩუქეს -TI
გასულ, 2024 წელს, საჯარო მოხელეებმა 22 მილიონი ლარის ოდენობის საჩუქრები მიიღეს. საჩუქრების დიდი ნაწილი, 16 მლნ ლარი, ფულია, ასევე იყო 33 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 21 ავტომობილი და 6 იარაღი.
„მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ შემთხვევაში, როცა საჯარო მოსამსახურე მსხვილ საჩუქარს (დიდი ოდენობით თანხა ან მაღალი ღირებულების ნივთები, მომსახურება) ადეკლარირებს, ანტიკორუფციულმა ბიურომ შეისწავლოს, ხომ არ აქვს ადგილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მცდელობას“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.