სუს-ის თქმით, ხაბეიშვილი დააკავეს სპეცრაზმელებისთვის თანხის საჯაროდ დაპირების გამო, თუ დარბევაში არ მიიღებდნენ მონაწილეობას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის განცხადებიდან გაირკვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დაკავებულია იმის გამო, რომ ის -ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 ლარს საჯაროდ ჰპირდებოდა აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში.
ხაბეიშვილმა 25 ივლისს საჯაროდ მიმართა ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს:
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ამაზე შევთანხმდეთ – 200 ათასი დოლარი უნდა მიიღოს ყველამ ჯილდოს სახით, ვინც არ მიიღებს მონაწილეობას ხალხის დარბევაში“, – თქვა მან.
„დაიმახსოვრეთ, 200 ათას დოლარს მიიღებს ყველა ჯილდოს სახით საქართველოს მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, ვინც იარაღს უბრალოდ არ ისვრის“, – აცხადებდა ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილი დაახლოებით 16:00 საათზე დააკავეს თბილისში, საბურთალოზე, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში, შენობის შესასვლელთან სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა სამართალდამცავებმა, – სუს-ის თანამშრომლებმა.
ხაბეიშვილმა უარი განაცხადა მისი დაკავების შესახებ მოსამართლის განჩინების ჩაბარებაზე. „არაფერს ვიბარებ, კაცო“, – უთხრა მან სუს-ის ერთ-ერთ თანამშრომელს.
„მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სუს-ი [მამუკა] მდინარაძეს რა დავალებაც ჰქონდა, იმას ასრულებს… ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის. მე ამის მოლოდინი მქონდა“, – თქვა მან დაკავებისას.
ვიდეო „ფორმულას“ წარმომადგენელმა მიშა მშვილდაძემ გადაიღო.
„მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი“, – თქვა მან.
სუს-ის შენობასთან მისი თანაპარტიელები, პოლიტიკური ლიდერები და მხარდამჭერები მივიდნენ პროტესტის ნიშნად.
ბოლო პერიოდში ს პოლიტიკური აქტივობა ფოკუსირებულია 2025 წლის 4 ოქტომბერზე, – პარალელურად ადგილობრივი თვითმმართველობის სა, რომელსაც ენმ ბოიკოტს უცხადებს.
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს საჭიროა „ქართული ოცნების რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“ და მრავალი კვირაა, ამ დღეს აქციას აანონსებს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მას ამ განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებდნენ და მას ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ.