რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოთხშაბათს ღამით უკრაინული დრონი სარატოვის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვა დეტალებს არ აკონკრეტებს.
სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსის მახლობლად არის აეროდრომი, სადაც რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები არიან განლაგებული, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რაკეტებს უშვებენ.
უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან სარატოვის ოლქის საზღვრამდე დაახლოებით 500 კილომეტრია, ხოლო ქალაქ ენგელსის მახლობლად აეროდრომამდე 600 კმ-ზე მეტი.
