საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საუდის არაბეთის სამეფოს გენერალურ პროკურორს საუდ აბდულლაჰ ალშარიფს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ს სამეფოს გენერალურ პროკურორს საუდ აბდულლაჰ მ.ალშარიფს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სინგაპურის რესპუბლიკაში ორმხრივ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ქუმსიაშვილი და საუდის არაბეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები – საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ისამ იბრაჰიმ ალოსაიმი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი საუდ ობაიდ ბინ ლიბდაჰი, ტურიზმის სექტორში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი აბდულაზიზ ფაჰად ალქოროუნი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ჰაიფა აბდულაზიზ ალეფანი ესწრებოდნენ.
„შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მზაობა გამოთქვეს.
სინგაპურის რესპუბლიკაში პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე კონფერენციის სესია მიმდინარეობს. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტი უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია