ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები – ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ ერთობლივი კოორდინირებული საპასუხო რეაქციით შეიძლება

პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრას მკაცრად ვგმობთ, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის (ლუბლინის სამკუთხედი) საგარეო საქმეთა მინისტრები, კიასტუტის ბუდრისი, და ანდრეი სიბიგა ავრცელებენ.
„ეს იყო წინასწარგანზრახული და კოორდინირებული თავდასხმა, რაც უპრეცედენტო პროვოკაციასა და ესკალაციას წარმოადგენს. ს ქმედებები და ბელარუსის მიერ თავისი საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ნებართვის გაცემა რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებას პირდაპირ საფრთხეს უქმნის. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მხოლოდ ერთობლივი კოორდინირებული საპასუხო რეაქციით შეიძლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, „ს მხრიდან მსგავსი ქმედებების თავიდან ასაცილებლად საჰაერო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებს შორის უკეთესი კოორდინაციაა საჭირო“.
„პარტნიორებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ და ნატო-სა და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში ლიეტუვისა და პოლონეთის მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ. მხოლოდ ძლიერ საპასუხო რეაქციას შეუძლია შემდგომი ესკალაციის შეკავება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა