შალვა პაპუაშვილი – ჩარლი კირკის სასტიკი მკვლელობა ზიზღის და დეჰუმანიზაციის რიტორიკის პირდაპირი შედეგია – ჩვენი უამრავჯერ გავაფრთხილეთ უცხოელი ოფიციალური პირები, თავი შეიკავონ ძალადობრივი ენის მხარდაჭერისაგან

ჩარლი კირკის სასტიკი მკვლელობა ზიზღის, დეჰუმანიზაციის და შეუწყნარებელი რიტორიკის პირდაპირი და არაორაზროვანი შედეგია. ვგმობ ძალადობის ამ წარმოუდგენელ და მხეცურ აქტს- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სიტყვებს მძიმე შედეგები შეიძლება ჰქონდეს, ხოლო ზიზღის ენის დაუფიქრებელ მხარდაჭერას წინასწარ განუჭვრეტელი მოვლენები მოჰყვეს.
“ჩარლი კირკის სასტიკი მკვლელობა ზიზღის, დეჰუმანიზაციის და შეუწყნარებელი რიტორიკის პირდაპირი და არაორაზროვანი შედეგია. ვგმობ ძალადობის ამ წარმოუდგენელ და მხეცურ აქტს. სიტყვებს მძიმე შედეგები შეიძლება ჰქონდეს, ხოლო ზიზღის ენის დაუფიქრებელ მხარდაჭერას შეიძლება წინასწარ განუჭვრეტელი მოვლენები მოჰყვეს. ჩვენს მიერ უამრავჯერ გაკეთებული მოწოდება და გაფრთხილება ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიმართ, თავი შეიკავონ ძალადობრივი ენის მხარდაჭერისაგან, რომელიც თითქოსდა ევროკავშირის, ლიბერალიზმისა და დემოკრატიის სახელით ხდება, მიმართულია იქითკენ, რომ ამგვარი არაპროგნოზირებადი ძალადობრივი აქტები საქართველოს თავიდან ავარიდოთ. გამოვხატავ გულწრფელ თანაგრძნობას ამერიკელი ხალხის, განსაკუთრებით კი, ჩარლი კირკის ოჯახისა და ახლობლების მიმართ, – წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, „Turning Point USA“-ს დამფუძნებელი, კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად გარდაიცვალა. აქტივისტი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა