აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას მხარი დაუჭირა
-ს წარმომადგენელთა პალატამ სამხედრო უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას მხარი დაუჭირა.
კონგრესმა აშშ-ს ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA) დაამტკიცა, რომელიც აშშ-ს შეიარაღებული ძალებისთვის $848 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვისას ჯორჯიის შტატის ერთ-ერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარჯორი ტეილორ გრინმა შესწორების წინადადება წარადგინა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული დაფინანსებით უკრაინის დახმარება იკრძალებოდა.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აღნიშნული შესწორება წარმომადგენელთა პალატამ “დიდი უმრავლესობით” დაამარცხა.

“წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას მხარი დიდი უმრავლესობით, 372 ხმით 60-ის წინააღმდეგ, დაუჭირა” – დაწერა ბეიკონმა.