პირადად მე და ჩვენ, ყველა, თავს არ დავზოგავთ, რომ თბილისის აღმშენებლობის და განვითარების ტემპი, რაც ბოლო რვა წელია გვაქვს, გაგრძელდეს

პირადად მე და ჩვენ, ყველა, თავს არ დავზოგავთ, რომ თბილისის აღმშენებლობის და განვითარების ტემპი, რაც ბოლო რვა წელია გვაქვს, გაგრძელდეს
„მეამაყება, რომ ჩვენს დედაქალაქს ის იერსახე უბრუნდება, რითაც ყველა ქართველი ამაყობდა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, მოქმედმა მერმა გარემოს დაცვის პოლიტიკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მ მიმდინარე და სამომავლო პროექტების განხორციელების დროს მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ მთავრობასა და დედაქალაქის საკრებულოს მადლობა გადაუხადა.
„რამდენიმე დღეში ქალაქში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დასრულდება. ყველასთვის საამაყო ვერის ბაღი მთლიანად განახლდება. ულამაზესი სივრცე გამოდის და მეამაყება, რომ ჩვენს დედაქალაქს ის იერსახე უბრუნდება, რითაც ყველა ქართველი ამაყობდა. ასევე, ვაკის პარკის რეაბილიტაცია არის ბოლო ეტაპზე და იქაც აღდგენილი იქნება ისე, რომ შენარჩუნებული იყოს პარკის პირვანდელი იერსახე, მოწესრიგდება კიბეები, შადრევნები, კასკადი, განათებები და ა.შ. გარდა ამისა, რამდენიმე დღეში გლდანის პატარა ტბაზე განხორციელებულ საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვასრულებთ. სამომავლოდ კი, საკმაოდ ამბიციური გგემები გვაქვს.
ჩვენ ვიცით ყველა პრობლემა, ყველა გამოწვევა, რომელიც დაკავშირებულია დედაქალაქთან. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ვიცით, როგორ უნდა მოვაწესრიგოთ, როგორ უნდა გადავჭრათ, როგორ უნდა ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პრობლემების არ გვეშინია, რადგან ზურგს გვიმაგრებს ძალიან ძლიერი გუნდი. ჩვენ გვაქვს ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა და ამისთვის მინდა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ს მადლობა გადავუხადო. მადლობა თითოეულ მინისტრს, მთავრობის წევრებს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ ერთად ჩვენი ქალაქისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს თბილისელებს, რადგან მათი თანადგომა კიდევ მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ ყოველთვის მზადყოფნაში ვიყოთ, 24-საათიან რეჟიმში ვემსახუროთ ქალაქს. პირადად მე და ჩვენ, ყველა, თავს არ დავზოგავთ, რომ თბილისის აღმშენებლობის და განვითარების ტემპი, რაც ბოლო რვა წელია გვაქვს, გაგრძელდეს. კიდევ უფრო მეტის გაკეთება უნდა შევძლოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთელ ისაუბრა დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია გამარჯვებაში.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ქალაქისა და ქალაქელებისთვის. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენ 4 ოქტომბერს აუცილებელად გავიმარჯვებთ. გაიმარჯვებს ჩვენი ქალაქი, რადგან ეს სჭირდება თბილისს. ქალაქის აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა ვართ, ვისაც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია, რომელიც არავის მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ თავიანთი ინტერესებისთვის. ჩვენ გვჭირდება მეგობრებიც, პარტნიორებიც, თუმცა, ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა საქართველოს ინტერესების დათმობის ხარჯზე. მშვიდობას და სიმშვიდის შენარჩუნებას მოაქვს ზუსტად ასეთი პროექტების განხორციელების საშუალება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
Previous: ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით გადატვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა -სთან, ჩვენ ამის იმედს ვიტოვებთ, დანარჩენი დამოკიდებულია თავად აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაზე

ასევე დაგაინტერესებთ

როგორი ტრაგიკული პიროვნებაც იყო სერგო ორჯონიკიძე, ისეთივე ტრაგიკული პიროვნებები არიან თინა ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი, ორი ჩვეულებრივი მოღალატე, ორი სერგო ორჯონიკიძე ჩასული იყო ვაშინგტონში და ათას სამარცხვინო ტყუილს ლაპარაკობდა

ენჯეო რომ ხარ, წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნე შენი ფინანსური დეკლარაცია, არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი იმიტომ, რომ თავის დროზე გაუმჭვირვალედ უნდა მიეღოთ დიდი თანხები, რომლებიც პირდაპირ იყო მიმართული რევოლუციების მცდელობისკენ, ეკლესიაზე თავდასხმისა და ნარკოტიკების პოპულარიზაციისკენ

საზოგადოების მხარდაჭერა არის მთავარი ძალა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და ეს ძალა გადმოდის ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე, სწორედ ეს არის მთავარი, რაც ჩვენ გვაძლევს ყველა პრობლემის დაძლევის საშუალებას და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც