ილონ მასკი კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მიმართ სროლაზე აცხადებს, რომ “დემოკრატები არიან სიკვდილის პარტია”
ამერიკელი მილიარდელი და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი გავრცელებულ ცნობას ეხმიანება იმის თაობაზე, რომ აშშ-ში, კონსერვატორ აქტივისტს, ჩარლი კირკს ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ დროს ესროლეს, როდესაც იუტას შტატში გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. მასკმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტი გააზიარა და X-ზე დაწერა, რომ “დემოკრატები არიან სიკვდილის პარტია”.
Previous: ჩარლი კირკის ამბავი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქმე გვაქვს აგრესიულ, ფუნდამენტალისტურ სექტასთან, რომელიც ცივილიზაციას და ზოგადად ადამიანურ ღირებულებას საფრთხეს უქმნის, ამ იდეოლოგიის დამარცხება სასიცოცხლოდ აუცილებელია
