“14 მილიონზე მეტ უკრაინელს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება” | გაერო

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისი (UHCP) მონაცემებით, 14 მილიონზე მეტ უკრაინელს ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება, რაც უკრაინის მოსახლეობის 40%-ს შეადგენს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ში ყოველდღიურად იღუპებიან და ზიანდებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ნადგურდება მათი სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
“გარდა ძალადობისა, უკრაინაში ამჟამად მძიმე ზამთარია. ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული ოპერაციის გაგრძელება დღეს გადაუდებელი აუცილებლობაა, როგორც არასდროს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
გაეროს შეფასებით, ომმა დაახლოებით 6,3 მილიონი უკრაინელი აიძულა, რომ საზღვარგარეთ წასულიყო.