ცხინვალი მოუწოდებს მოსახლეობას, რუსული მართვის მოწმობები დროულად აიღონ

ცხინვალი ურჩევს ადგილობრივ მოქალაქეებს, დროულად გაიარონ “ეროვნული მართვის მოწმობების რუსეთის მართვის მოწმობებისთვის გაცვლის პროცედურა, რათა მომავალში ზღვარზე შესაძლო პრობლემები აიცილონ”.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო -ს ინფორმაციით, უკვე სამ ათასზე მეტმა ადამიანმა ადგილობრივი მართვის მოწმობა რუსეთის მართვის მოწმობაზე გადაცვალა.
„მართვის მოწმობების გაცვლა ხორციელდება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. პროცედურის გასავლელად ავტომობილის მფლობელებმა უნდა წარადგინონ განაცხადი, სამხრეთ ოსეთის პასპორტი, რუსეთის მოქალაქის პასპორტი ან რუსეთში საცხოვრებელი ბარათი და მოქმედი მართვის მოწმობა სამხრეთ ოსეთის -ს საგზაო ინსპექციიდან. ყველა საჭირო დოკუმენტის მიღების შემდეგ მართვის მოწმობის გაცვლა ხდება ხუთ სამუშაო დღეში,“ – განაცხადეს დე ფაქტო უწყებსი პრესსამსახურში.
ამასთან, ოფიციალური ცნობითვე, პროცედურა ხელმისაწვდომია ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მფლობელისთვის, რომელსაც მართვის უფლება აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ