ლოიდ ოსტინის დიაგნოზი ცნობილია | სამხედრო სამედიცინო ცენტრის განცხადება

აშშ-ს თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის დიაგნოზი ცნობილია – ინფორმციას CNN უოლტერ რიდის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრზე დარყდნობით ავრცელებს.

სამედიცინო ცენტრის მიერ გავრცელებლ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ოსტინს კიბოს დიაგნოზი
დეკემბრის დასაწყისში დაუსვეს. 22 დეკემბერს მან “მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული პროცედურა” გაიარა.
“პროცედურის დროს ის ზოგადი ანესთეზიის ქვეშ იყო. ოსტინი ოპერაციიდან უპრობლემოდ გამოვიდა
და მეორე დილით სახლში დაბრუნდა. პროსტატის კიბო ადრეულ პერიოდში გამოვლინდა და მისი პროგნოზი შესანიშნავია”, – ნათქვამია სამედიცინო ცენტრის განცხადებაში.
კითხვაზე, რატომ არ გაამჟღავნა ოსტინმა, რომ მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს – პენტაგონის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა თქვა, რომ სიტუაცია “ღრმად პირადია”.
ცნობისთვის, 5 იანვარს პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ლოიდ ოსტინი მცირე გეგმური სამედიცინო პროცედურის შემდგომი გართულებების გამო, 1 იანვარს უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მანამდე კი ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ცნობები მედიაში გავრცელდა.

იხილეთ ასევე:
· “გამოჯანმრთელების პროცესში ვარ, მოუთმენლად ველი პენტაგონში დაბრუნებას” | ლოიდ ოსტინი მის ჰოსპიტალიზაციაზე