,, საჯაროდ მოულოდნელად ხელის თხოვნის ფაქტები არის ქალისათვის დამამცირებელი“ –

პარლამენტის წევრი, :
,,ქალი მოწყალებას ელის კაცისგან, გახადოს ღირსი და სთხოვოს ხელი. მისი ამ სურვილის ასრულება იმდენად მოულოდნელია, რომ წინადადების მიღებისას ლამის შოკში ვარდება. როგორც იქნა დაინახეს, როგორც იქნა დააფასეს, როგორც იქნა აღიარეს.
საჯაროდ მოულოდნელად ხელის თხოვნის ფაქტები, ასე რომ მოედო მთელ მსოფლიოში სოციალურ ქსელებს, არის ქალისათვის დამამცირებელი. ერთი შეხედვით ლამაზი და ამაღელვებელი ამბავი სინამდვილეში შეფარულად ქალისადმი კაცის უპირატესობის დემონსტრირების მაჩვენებელია. ის არის გადაწყვეტილების მთავარი მიმღები, ის არის ქალის გამბედნიერებელი.
ისე, ერთხელ მაინც პირიქით რატომ არსად მომხდარა, ქალს რომ გამოეჩინოს ინიციატივა და კაცისთვის მოეწყოს “სიურპრიზი”?:)

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გამოვიდნენ ბედნიერი, გახარებული სახეებით. რაში მაინტერესებს რა ეჭირათ ხელში, ისე უხაროთ ჩვენი, ხალხის დანახვა. არ დამსხდარან და არ მოუყოლიათ, როგორ სიმწრით დაზარდათ ოჯახებმა…