კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით, 23 წლის სტუდენტი სისხლის სამართლის წესით დააკავეს

კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით დააკავეს 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე.
დიასამიძეს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის საფუძველზე, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავება.
ამ მუხლის მიხედვით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება:
· ჯარიმით
· საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 100-დან 180 საათამდე
· გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე
· შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე
· ან ერთიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
მეგი დიასამიძე დღეს, ბათუმში დააკავეს და ზაჰესის იზოლატორში გადმოიყვანეს. მის ინტერესებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე დაიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია

მიხეილ სააკაშვილი – ტყუილია, რომ ბენზინი აფხაზეთში გადის, სინამდვილეში გადადის რუსეთის სამხრეთ რეგიონებში, რომელთაც უკრაინული დარტყმების შედეგად, დეფიციტი აქვთ, ამიტომ გახდა საქართველოში ბენზინი 4 ლარი – ასე იცის რუსეთის ეკონომიკურ ვასალად ქცევამ