სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ღაზაში დაღუპული ჟურნალისტების საქმეებს გამოიძიებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 9 იანვარს დაადასტურა, რომ იძიებს ჟურნალისტების წინააღმდეგ შესაძლო დანაშაულებს ისრაელსა და -ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფების, ჰამასის მებრძოლებს შორის ომის დაწყების შემდეგ ღაზაში, სადაც ათობით რეპორტიორი დაიღუპა.
მედიის უფლებების დამცველმა ჯგუფმა, “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” (RSF), ნოემბერში განაცხადა, რომ საჩივარი შეიტანა ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ომის დანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტების დაღუპვის გამო, რომლებიც კონფლიქტის გაშუქებას ცდილობდნენ.
“კარიმ ხანის პროკურატურამ ორგანიზაციას განუცხადა, რომ ის პალესტინაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს,“ – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციამ 8 იანვარს. სასამართლომ ეს განცხადება დაადასტურა განცხადებით, რომ “სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის გამოძიება პალესტინის სახელმწიფოში ვითარების შესახებ ეხება სასამართლოს იურისდიქციის ფარგლებში 2014 წლის 13 ივნისიდან ჩადენილ დანაშაულებს.“
ნიუ-იორკში არსებული დაფუძნებული ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის ცნობით, სულ მცირე, 79 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი, რომელთა დიდი უმრავლესობა პალესტინელია, დაიღუპა სამი თვის წინ ომის დაწყების შემდეგ.
7 იანვარს, “ალ ჯაზირას” ცნობით, ღაზის სექტორში დაიღუპა მისი ორი პალესტინელი ჟურნალისტი, მათ მანქანაზე ს თავდასხმის შედეგად. ჰამზა ვაელ დაჰდუ და მუსტაფა თურია, რომლებიც მუშაობდნენ AFP-ისა და სხვა საინფორმაციო ორგანიზაციებისთვის, დაიღუპნენ, როგორც “ალ ჯაზირამ” უწოდა, “მიზანმიმართული მკვლელობის” შედეგად. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ დაარტყა “ტერორისტს, რომელიც მართავდა საფრენ მოწყობილობას, რომელიც საფრთხეს წარმოადგენდა“ და “იცოდა იმის შესახებ, რომ დარტყმის დროს დაიღუპა ორი სხვა ეჭვმიტანილი, რომლებიც იმავე მანქანაში იმყოფებოდნენ”. ჟურნალისტების სიკვდილის ბოლო შემთხვევების შემდეგ, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უწყებამ განაცხადა, რომ ის “ღრმად შეშფოთებულია ღაზაში დაღუპული მედიის თანამშრომლების მაღალი რიცხვის გამო”.
ომი ღაზაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასმა 7 ოქტომბერს თავდასხმა მოაწყო ისრაელზე, რის შედეგადაც AFP-ს გამოთვლების თანახმად, რომელიც ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, დაახლოებით 1140 ადამიანი, უმეტესად მშვიდობიანი მოქალაქეები, დაიღუპნენ. ჰამასმა მძევძლან აიყვანა 240 პირი. ისრაელმა წამოიწყო საპასუხო იერიში, რომელიც სამი თვეა გრძელდება და რის შედეგადაც, ღაზის, ჰამასის კონტროლის ქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, დაიღუპა სულ მცირე, 23 210 ადამიანი, უმეტესად ქალები და ბავშვები,

ასევე დაგაინტერესებთ