საბა ბუაძე – „ლელო“ ფორმალურადაც დავტოვე – ასეთი ფორმით არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების ამოცანებს უწყობს ხელს, ვითარების ნორმალიზების ილუზიის შექმნაში ეხმარება

პოლიტიკოსი საბა ბუაძე აცხადებს, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო“ დატოვა და პარტიის რიგით წევრადაც აღარ ირიცხება. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც უპასუხა შესაბამის კითხვას.
„5 ივლისს დავასრულე ჩემი პოლიტიკური საქმიანობა, უბრალოდ, მაშინ, როდესაც მამუკა [ხაზარაძე] და ბადრი [ჯაფარიძე] საპატიმროში იყვნენ, ფორმალურად ჯერ კიდევ ვრჩებოდი პარტიაში და ახლა ისინი აღარ არიან საპატიმროში“, – დასძინა მან.
მანამდე ბუაძემ განმარტა მოტივი, რის გამოც დატოვა მან პარტიის რიგები. ბუაძის თქმით, „ასეთი ფორმით არჩევნებში მონაწილეობა ხელისუფლების ამოცანებს უწყობს ხელს, ვითარების ნორმალიზების რაღაც ილუზიის შექმნაში ეხმარება“.
„შეგიძლიათ ფორმალურადაც და ყველანაირად ჩათვალოთ, რომ „ლელო“ დავტოვე. იმ მომენტშივე რეალურად, როდესაც პოლიტიკური თანამდებობები დავტოვე, რადგან მოგეხსენებათ, რაც იყო ჩემი პოზიცია და რაც არის, მიმაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებში ასეთი ფორმით მონაწილეობა არის შეცდომა.“ლელოში“ ჩემი პოლიტიკური საქმიანობა დავასრულე. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული პოზიციის გამო, რადგან მიმაჩნდა წინააღმდეგობრივად, იმ გეზის საპირისპიროდ, რომელიც თავის დროზე ჩვენ 26 ოქტომბერს ს შემდეგ ავიღეთ“, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: …ამ დროს კი შენი მინისტრი 70 000–დოლარიან მანქანაზე ზის და ცოლი კი 105 000 –ევროანი მანქანით დასდის და წიხლზე ჰკიდია შენი პრობლემები – რანაირად ხართ მეგობრები და თუ მეგობრები არ ხართ, როგორ უღალატებ?

გიორგი რუხაძე – ხაბეიშვილი პოლიციელს რამე კანონსაწინააღმდეგოს არ სთხოვდა, მისი განცხადება პოლიტიკური დაპირებაა – უარესს აკეთებდა ივანიშვილი, პირდაპირ თქვა, ყველა ოპოზიციურ ლიდერს, რომელიც შემომიერთდება, მილიონ ლარს მივცემო

პეტერ ფიშერი – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება განვიხილეთ – მთხოვა გავაგრძელო გერმანიისთვის კომუნიკაცია სიცხადით, ღირსებითა და სიმტკიცით