თურქეთში ინფლაცია 65%-მდე გაიზარდა

თურქეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბრის განმავლობაში თურქეთში წლიურმა ინფლაციის დონემ 64.8% შეადგინა, რაც თითქმის 3 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვესთან შედარებით.
საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებით (Core CPI) ვითარება უფრო მძიმედაა და ფასების ზრდის მაჩვენებელი წლიურად 70.6%-ს აღწევს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გაძვირების ტენდენცია ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორში ფიქსირდება.
სამომხმარებლო ფასების გარდა, გაზრდილია პროდუქციის საწარმოო ხარჯებიც. ინდექსის ზრდის მაჩვენებელი წლიურად 50%-ს შეადგენს, ტრანსპორტირების ხარჯები 77%-ითაა გაზრდილი, კომუნალური ხარჯები კი წლიურად 40%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მაღალი ინფლაციის დასაძლევად თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 42.5%-მდე გაზარდა, რაც უაღრესად მკვეთრი მონეტარული ინტერვენცია იყო. მიუხედავად ამისა, ინფლაცია მაინც ვერ იძლევა, რაც თურქეთის მიმართ ინვესტორების განწყობას აუარესებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„OTIF-თან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს სარკინიგზო სისტემის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურასთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებას“ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი