The Coca-Cola Company-მა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რეგისტრირებული Кока-кола компания-ის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო

უალკოჰოლო სასმელების ამერიკულმა მწარმოებელმა Coca-Cola Company-იმ რუსული ბაზარი 2022 წელს დატოვა, თუმცა მისი სავაჭრო ნიშნები ს ტერიტორიაზე კვლავ მოქმედებს.
მაგალითად, ამ წლის მარტში ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, კომპანია- Кока-кола компания რუსულ რითეილერებს სთავაზობდა სასმელებს, რომლებიც Coca-Cola-ს ოფიციალური სავაჭრო ნიშნით იყო ბრენდირებული, -ამის შესახებ გამოცემა Коммерсантъ წერს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით The Coca-Cola Company-მ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში რუსული პატენტი კომპანიის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანი მხარე „The Coca-Cola Company“-ის ცენტრალური ოფისია, რომლის შტაბ-ბინა ატლანტაში მდებარეობს. სწორედ აღნიშნული კომპანია ფლობს Coke-ისა და Coca-Cola-ს ოფიციალურ სავაჭრო ნიშნებს.