2023 წელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცხელ წელიწადად დასახელდა

2023 წელი ისტორიაში ყველაზე ცხელი წელიწადი იყო, – ინფორმაციას BBC ევროკავშირის კლიმატის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული წელი დაახლოებით 1,48 გრადუსით თბილი იყო, ვიდრე გრძელვადიანი საშუალო მაჩვენებელი, ადამიანების მიერ დიდი რაოდენობით წიაღისეული საწვავის გამოყენების დაწყებამდე“, – ვკითხულობთ სტატიაში.
სპეციალისტების თქმით, ეს იგრძნობოდა პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ამინდი მეტად ექსტრემალური იყო. ისინი აღნიშნავენ, რომ 2024 შეიძლება 2023-ზე ცხელი აღმოჩნდეს. შესაძლოა ამის გამო პარიზის შეთანხმებით დაწესებული 1,5 გრადუსიანი ზღვარი პირველად გადაილახოს.

ასევე დაგაინტერესებთ

„OTIF-თან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოს სარკინიგზო სისტემის სხვა ქვეყნების ინფრასტრუქტურასთან თავსებადობის ხარისხის ამაღლებას“ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი