პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „წარმოუდგენელია“ დრონებით შემოჭრა შემთხვევითი ყოფილიყო

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „დარწმუნებულია“, რომ რუსული დრონების შეჭრა პოლონეთში „დაგეგმილი“ იყო, მას შემდეგ, რაც ნატოს და პოლონეთის თვითმფრინავებმა უკრაინაზე ღამის თავდასხმების დროს მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონები ჩამოაგდეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა: „რუსული დრონები ადრეც შემოჭრილან პოლონეთის საჰაერო სივრცეში – არა მხოლოდ დრონები, არამედ ფრთოსანი რაკეტებიც“.
„როდესაც ერთი ან ორი დრონი ამას აკეთებს, შესაძლებელია, რომ ეს ტექნიკური გაუმართაობა ყოფილიყო. თუმცა, 19 შემთხვევა მოხდა და უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ეს შემთხვევითი იყოს“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, პოლონეთს ბრალი დასდო „მითების“ გავრცელებაში, რათა „უკრაინის კრიზისის კიდევ მეტი ესკალაცია“ მოახდინოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში იმეორებს, რომ მას არ ჰქონდა დაგეგმილი პოლონეთის ტერიტორიაზე თავდასხმა.
მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა გამართა, შემდეგ კი პარლამენტში მივიდა. ტუსკმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში დაფიქსირებულია პოლონეთის საჰაერო სივრცეში 19 შეჭრა და მათი უდიდესი ნაწილი – ბელარუსის ტერიტორიიდან.
დონალდ ტუსკის განცხადებით, დრონების ჩამოგდება პოლიტიკურ სიტუაციას ცვლის, ამიტომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვეს. ეს მუხლი ითვალისწინებს ნატოს წევრი სახელმწიფოების ერთმანეთთან კონსულტაციებს, თუ რომელიმე მათგანი მიიჩნევს, რომ საფრთხე ემუქრება ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!