მერიამ არ უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა კახა კალაძეს ბანერები კანონის დარღვევით გაკრული თავის შტაბში

ირაკლი აბესაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, ფეისბუკზე ეხმაურება -ს მიერ დაწყებულ გამოძიებას თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან ბანერების დაზიანების ფაქტზე. ეს გამოძიება -მ 9 დეკემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა ხელისუფლების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება ბანერებზე წარწერების დატოვებით და კალაძის გამოსახულებაზე იოგურტის შესხმით გამოხატეს.
აბესაძე წერს, რომ კალაძეს ბანერები ამ შენობაზე კანონის დარღვევით აქვს განთავსებული და ამ ამბით დაინტერესებული უნდა იყოს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, რომელსაც ამგვარ სამართალდარღვევაზე ჯარიმის გამოწერა და უკანონოდ განთავსებული ბანერების დემონტაჟი შეუძლია.
“მსგავსი ბანერის (კონსტრუქციის) განთავსება შენობა-ნაგებობაზე I კლასის მშენებლობას წარმოადგენს და შესაბამისი პროცედურით უნდა შეთანხმდეს კალაძის უწყებისვე არქიტექტურის სამსახურთან.
,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” 131-ე მუხლის 1 პრიმა პუნქტით მსგავსი ბანერის უნებართვოდ განთავსება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჯარიმდება 16,000 ლარით და ბანერის, როგორც უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციის, დემონტაჟით”, – განმარტავს აბესაძე.
აქვს თუ არა კალაძეს სასტუმრო საქართველოს პირველი სართულის ფასადზე თავისი და “ქართული ოცნების” საარჩევნო გამოსახულებების დატანის ნებართვა არქიტექტურის სამსახურისგან? – ამ კითხვაზე რადიო თავისუფლებას მერიის პრესსამსახურში არ უპასუხეს. მერიისგან ვერ გავიგეთ ვერც ის, დაინტერესებულია თუ არა მუნიციპალური ინსპექცია ამ საკითხის შესწავლით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ