ცხინვალმა თბილისს “საზღვრის კვეთისთვის” დაკავებული საქართველოს მოქალაქე გადასცა

ოსური მხარის ცნობით, “სამხრეთ ოსეთმა საქართველოს მისი მოქალაქე თენგიზ კორაშვილი გადასცა, რომელმაც მოიხადა სასჯელი სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის”.
ადგილობრივი КГБ-ის პრესსამსახურის განცხადებით, კასპის მუნიციპალიტეტის ქალაქ კასპის 36 წლის მცხოვრები თენგიზ კორაშვილი 2025 წლის 19 აგვისტოს დააკავეს მესაზღვრეებმა “ლენინგორშ” [ახალგორი – რედ.] დააკავეს.
“დადგინდა, რომ აღნიშნულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში განზრახ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი საქართველოთი. ის ლენინგორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო დანაშაულში, რომელიც გათვალისწინებულია ს ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის 1-ლი ნაწილით („სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა“) და მას თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელი მიესაჯა. 2025 წლის 10 სექტემბერს სასჯელის ვადის ამოწურვის გამო კორაშვილი გათავისუფლდა და დადგენილი წესით გადაეცა ქართულ მხარეს,“ — განაცხადეს КГБ-ში.
საქართველოს მოქალაქის გადმოცემაზე იუწყება საქართველოს უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურიც, რომლის თანახმად კორაშვილი 19 მაისს იყო დაკავებული.
“საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, მიმდინარე წლის 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა

ჯო უილსონი – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია – განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს