Meta მოზარდებს, Instagram-სა და Facebook-ზე, მგრძნობიარე შინაარსის პოსტებზე წვდომას შეუზღუდავს

Meta, მოზარდებს, Instagram-სა და Facebook-ზე, მარეგულირებლების გლობალური ზეწოლის ფონზე, მგრძნობიარე შინაარსის პოსტებზე წვდომას შეუზღუდავს.
კომპანიის ცნობით, მათი ეს გადაწყვეტილება მოზარდებს ისეთ მგრძნობიარე ინფორმაციას აარიდებს, როგორიცაა თვითმკვლელობა, თვითდაზიანება და კვებითი დარღვევები.
“გვინდა, რომ მოზარდებს ჩვენს ქსელებში უსაფრთხო, ასაკის შესაბამისი გამოცდილება ჰქონდეთ. დღეს ჩვენ ვაცხადებთ დამატებით დაცვას, რომელიც ორიენტირებულია კონტენტის იმ ტიპებზე, რომლებსაც მოზარდები Instagram-სა და Facebook-ზე ხედავენ” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობილია, რომ კომპანია ზეწოლის ქვეშ იმყოფება როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში. -ის 33 შტატის გენერალურმა პროკურორმა, მათ შორის კალიფორნიისა და ნიუ-იორკის, კომპანიას ოქტომბერში პლატფორმის საშიშროებისა და შეცდომაში შემყვანი შინაარსის გამო უჩივლა.