7 იანვარი თუ 25 დეკემბერი? შობის დღესასწაულის აღნიშვნის თარიღი საქართველოში ისევ დავის საგანია

მმართველი პარტიის წევრების კრიტიკა ამჯერად ს სატელევიზიო ინტერვიუს მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა და ამჟამად ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა, შობის თარიღზე ისაუბრა და თქვა, რომ მსგავს სიმბოლოებს პოლიტიკური დატვირთვა აქვს.
7 იანვარი, ბიბილაშვილის აზრით, რუსული ორიენტირის ნიშანია. “ქართულ ოცნებაში” ოპონენტების მხრიდან ქრისტეს შობის თარიღთან დაწყებულ დისკუსიებს საპატრიარქოს მიზანმიმართულად დისკრედიტირების მცდელობად აღიქვამენ. ბიბილაშვილის იდეას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში.
პარტიების ნაწილი შობის აღნიშვნის თარიღს საპატრიარქოს კომპეტენციად მიიჩნევს, ნაწილი კი საერო პირებს საეკლესიო საკითხების თემატიკის კომენტირებისგან თავშეკავებას ურჩევს. ოპონენტების მხრიდან რელიგიური დღესასწაულის თარიღის ირგვლივ დაწყებულ დისკუსიას პოლიტიკური პიარის შემადგენელ ნაწილად აღიქვამენ საპარლამენტო უმრავლესობაში.
კანონმდებლების თქმით, ოპოზიციის ნაწილი თემით მიზანმიმართულად სპეკულირებს და, ხელოვნურად, სამოციქულო ეკლესიის დაზიანებას ცდილობს.
25 დეკემბერი თუ 7 იანვარი – შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით დისკუსია რამდენიმე დღეა გრძელდება. ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი საკითხს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს და საპატრიარქოსგან დამკვიდრებული რიცხვის შეცვლას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას – ამგვარი უპატივცემულობა, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაა

9 აპრილის მემორიალთან სპექტაკლის გამმართავებმა ბოლოს ვეღარ მოითმინეს და იქ ლგბტ თემის დაცვის ლოზუნგებით გამოვიდნენ – ცხადია, რომ ეს ძალა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს არ ასახავს

10 აპრილი, 2025 წელი, იარაღი – სანქცია, ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება. მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!