ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი – სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წელი შეაჯამა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გასული წელი შეაჯამა. ბოლო 11 თვის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7%-ია, ინფლაციის მონაცემი კი, მიზნობრივზე დაბალი – 3%.
ეკონომიკური ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ისეთმა სფეროებმა შეიტანეს, როგორებიცაა ვაჭრობა, მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა.
2023 წელს ინფლაციის დაბალ მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედა ზეთისა და მედიკამენტების ფასების კლებამ. მსუბუქი ავტომობილების, სპილენძისა და მადნების, ასევე ღვინოების ექსპორტის შედეგად, ქვეყანამ 5 ნახევარ მილიარდზე მეტი მიიღო. იმპორტიდან მიღებული შემოსავალი 14 მილიარდი დოლარია.
სტაბილური პარამეტრები ეკონომიკაში დადებითად აისახება უმუშევრობისა და სიღარიბის დონის კლებაზე, ფასების შემცირება კი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას ზრდის. არსებული მონაცემები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, სამომავლოდ, პოზიტიური პროგნოზის გაკეთების საშუალებას აძლევს.
გასული წლის ეკონომიკური პარამეტრები ექსპერტებმაც შეაფასეს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, ქვეყანაში სტაბილური გარემოს შენარჩუნება გადამწყვეტია.
2023 წლის ბოლო თვის სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური იანვრის ბოლოს გამოაქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას