ივანიშვილის მესამედ მოსვლა არჩევნების წინ | ოლიგარქის რეალური მიზნები და გეგმები პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი პარტიულ სადავეებს საკუთარ ხელში იღებს. პოლიტიკაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ოლიგარქი იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადასტურებს, რომ მმართველ პარტიაში ქაოსი და შიდა დაპირისპირებაა.
ახალი წესდებით, ივანიშვილს, ანუ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, იგივე მთავარ მრჩეველს, ერთპიროვნულად შეუძლია პრემიერმინისტრობის კანდიდატურის წარდგენა და პოლიტსაბჭოს სხდომის მოწვევა. ეს ალბათ ერთ-ერთი მთავარი ფუნქციებია, რომლებიც პარტიის მეთაურს უნდა ჰქონდეს და სწორედ ამ ფუნქციებს ითვისებს პოლიტიკაში ერთი კვირის წინ დაბრუნებული .