კირ სტარმერი – რუსეთის მიერ პოლონეთისა და ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევა აღმაშფოთებელი და უპრეცედენტოა

რუსეთის მიერ პოლონეთისა და ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევა აღმაშფოთებელი და უპრეცედენტოა, – ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ს მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.
„ეს რუსეთის მხრიდან უკიდურესად წინდაუხედავი ნაბიჯი იყო, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს პუტინის მიერ მშვიდობის აშკარა უარყოფას და იმ მუდმივ დაბომბვებს, რასაც უკრაინელები ყოველდღე განიცდიან“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
სტარმერის ცნობით, დღეს დილით პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს ესაუბრა და მხარდაჭერა დაუდასტურა.
„გულწრფელ მადლობას ვუხდი ნატო-სა და პოლონეთის ძალებს, რომლებმაც ალიანსის დასაცავად სწრაფად იმოქმედეს. პარტნიორებთან ერთად პუტინზე ზეწოლას გავაძლიერებთ იქამდე, სანამ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას არ მივაღწევთ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.