თსსუ – სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენციაზე რეგისტრაცია გრძელდება. ადრეული რეგისტრაცია (ე.წ. Early Bird რეგისტრაცია) 10 სექტემბრის ნაცვლად 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ადრეული რეგისტრაციის გახანგრძლივების მიზეზი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაწყებას უკავშირდება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში კი მოგვიანებით.
სამედიცინო განათლების საერთაშორისო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2025 წლის 30-31 ოქტომბერს ჩატარდება.
ორდღიანი კონფერენციის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტში სამედიცინო განათლების გლობალიზაციის პროცესში არსებული გამოცდილების, გამოწვევებისა და ინოვაციური სტრატეგიების განხილვას.
კონფერენციის ამოცანებია:
– საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად სწავლების, შეფასებისა და კლინიკური სწავლების თანამედროვე მიდგომების განხილვა;
– ქართველ და უცხოელ პროფესიონალებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;
– სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობა;
– სამედიცინო განათლების სოციალური ანგარიშვალდებულებისა და მდგრადობის მიმართულებით მუშაობის გაღრმავება;
– სამედიცინო განათლების სტანდარტებზე, აკრედიტაციაზე, ეთიკასა და სტუდენტების კეთილდღეობაზე გლობალიზაციის ზემოქმედების განხილვა.
ღონისძიებაში მონაწილეობენ საერთაშორისო ექსპერტები სამედიცინო განათლების მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან:
– პროფესორი ჰარმ პეტერსი – ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტი;
– პროფესორი დევიდ ტეილორი – მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის (WFME) ექსპერტი, GULF სამედიცინო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი;
– პროფესორი ტრევორ გიბსი – AMEE (ჯანდაცვის სპეციალისტთა განათლების საერთაშორისო ასოციაცია) ექს-პრეზიდენტი, ექსპერტი;
– პროფესორი გორდონ ჩერჩორდი – ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, ;
– პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი – ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, ;
– პროფესორი ბჰავინ ადანიაჰუ – მედიცინის განათლების სპეციალისტი, ემორის უნივერსიტეტი, აშშ;
– პროფესორი პოლ ჰოროკსი – მედიცინის პროგრამის ხელმძღვანელი, კილის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა, დიდი ბრიტანეთი;
– ანეშ ზუჩი – ინდუსტრიული ინჟინერიის ასისტენტ პროფესორი ნოვას უნივერსიტეტი, ლისაბონი, პორტუგალია.
კონფერენციას დაესწრებიან სამედიცინო განათლების სფეროს წარმომადგენლები, მედიცინის პროგრამების განხორციელებაში ჩართული პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევარები, დამსაქმებლები, მედიცინის პროგრამის სტუდენტები როგორც საქართველოდან, ისე მის ფარგლებს გარედან.
საერთაშორისო კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის ვებგვერდზე

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა