ანუკი ჩრდილელი სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა

ანუკი ჩრდილელი, რომელიც პოლიციამ 3 სექტემბერს რუსთაველის თეატრთან საპროტესტო აქციაზე დააკავა იმ დროს, როცა ტროტუარზე იდგა და სხვა მოქალაქეების დაკავებას იღებდა ტელეფონით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 4 000 ლარით დააჯარიმა.
ის ერთ-ერთია პოლიციის მიერ 3 სექტემბერს დაკავებულ 24 დემონსტრანტს შორის – მოქალაქეები სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შინაარსს აპროტესტებდნენ ჯერ პარლამენტის უკანა შესასვლელთან, შემდეგ კი რუსთაველზე, როცა სამართალდამცველებმა მათი დაკავება დაიწყეს.
ანუკი ჩრდილელი “ქართული ოცნების” სახელით საქართველოს პარლამენტის ორგზის დეპუტატის და ახლა თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილია. დაკავების შემდეგ ის ხელისუფლების მომხრეებისგან მადისკრედიტებელი კამპანიის სამიზნე გახდა – მისი მარგინალიზაციის მიზნით, მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დამახინჯებული ინფორმაცია გაავრცელეს.

ასევე დაგაინტერესებთ