“ველოდებით, რომ შეხვედრა დააჩქარებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა და 10 იანვარს, უკრაინა-NATO-ს საბჭოს დაგეგმილ სხდომას გამოეხმაურა, რომელიც ელჩების დონეზე გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების გაძლიერება იქნება.
“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ველით, რომ შეხვედრა დააჩქარებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით… ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აგრძელებენ”, – განაცხადა კულებამ.