– რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უბრალოდ მიუღებელია – მოვუწოდებ რუსეთს, ესკალაცია შეწყვიტოს, ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავალთ

რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უბრალოდ მიუღებელია, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.
ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი პოლონელ ხალხს სრულ სოლიდარობას უცხადებს.
„ამას სრული სიმკაცრით ვგმობ. მოვუწოდებ რუსეთს, რომ ეს ესკალაცია შეწყვიტოს. ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავალთ“, – წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.
საფრანგეთის პრეზიდენტის ცნობით, უახლოეს მომავალში ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

სვეტლანა ტიხანოვსკაია – მნიშვნელოვანია, უკრაინა მომავალ თავისუფალ ბელარუსს პარტნიორად და მეზობლად აღიქვამდეს – პუტინმა და ლუკაშენკომ ყველაფერი გააკეთეს მეგობრული ურთიერთობების გასანადგურებლად, მაგრამ აუცილებლად აღვადგენთ