“ვაგრძელებთ ისრაელთან ერთად დგომას, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს” – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ისრაელმა თავის სამხედრო კამპანიაში “მნიშვნელოვან პროგრესს” მიაღწია ახლა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ახალ ეტაპზე გადადის.
“პალესტინელ სამოქალაქო პირებს სახლში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ მაშინვე, რაც პირობები ამის საშუალებას მიეცემა,” – განაცხადა ბლინკენმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ისრაელში დღეს, 9 იანვარს ჩავიდა. სამი თვის განმავლობაში ეს მისი მეოთხე მოგზაურობაა ახლო აღმოსავლეთში.
იხილეთ ასევე:
· ბლინკენი ისრაელში ნეთანიაჰუს შეხვდა