უკრაინამ კურსკის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინელი სამხედროების, რუსეთის კურსკის რეგიონზე დრონებით თავდასხმას, რუსეთის მხარის ცნობით ერთი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინამ იერიში კურსკის მეზობელ ორიოლის რეგიონზეც მიიტანა, საწვავის შესანახ ობიექტზე. ინფორმაციას კურსკისა და ორიოლის გუბერნატორები ავრცელებენ.
“ტელეგრამის” არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, კურსკის რეგიონის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ამბობს, რომ იერიშს სოფელ გორნალში ქალი ემსხვერპლა, უკრაინის საზღვრის მახლობლად.
სტაროვოიტისვე ინფრომაციით, კურსკში, მინიმუმ, 5 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
ორიოლის რეგიონის გუბერნატორმა კი თქვა, რომ საწვავის შესანახ შენობაზე თავდასხმა ორი დრონით მოხდა და შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა, რომელიც მოგვიანებით ჩააქრეს. მისივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სამი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მოგვიანებით, კიდევ ერთი დრონის განადგურების შესახებ ინფორმაცია ბრიანსკის გუბერნატორმა და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, თუმცა დამატებითი დეტალები, ან რაიმე მტკიცებულება არ გაუსაჯაროებიათ.
რუსეთის უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონები უკრაინელების მხრიდან, ბოლო თვეების განმავლობაში უფრო ხშირად ხდება შეტევის სამიზნე. 30 დეკემბერს, ქალაქ ბელგოროდში,სარაკეტო თავდასხმას, რუსული მედიის თქმით მინიმუმ 20 ადამიანი ემსხვერპლა.
თავდასხმების შესახებ იტყობინება უკრაინული მხარეც. გასულ კვირას, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით, 52 რაკეტა გაუშვა რასაც სულ მცირე 4 სამოქალაქო პირის ემსხვერპლა და ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში