მიხეილ სარჯველაძე „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულების პერსონალს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

მიხეილ სარჯველაძე „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულების პერსონალს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?
ჯანდაცვის მინისტრი „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კლინიკის ინფრასტრუქტურასა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. შეხვდა სამედიცინო პერსონალს, სადაც მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს – ისაუბრეს ამჟამინდელ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეგიონის მოსახლეობისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისთვის, კლინიკაში, დამატებითი სერვისების ამოქმედება იგეგმება.
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდნენ: „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.