კაია კალასი – პოლონეთში რუსეთის მიერ ევროპის საჰაერო სივრცის ყველაზე სერიოზული დარღვევა ვიხილეთ – არსებული ნიშნები მიუთითებს, რომ ეს წინასწარგანზრახული იყო და არა შემთხვევითი

გუშინ ღამით პოლონეთში ს მიერ ევროპის საჰაერო სივრცის ყველაზე სერიოზული დარღვევა ვიხილეთ, – არსებული ნიშნები მიუთითებს, რომ ეს წინასწარგანზრახული იყო და არა შემთხვევითი, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.
„ომის დაწყების შემდეგ, გუშინ ღამით პოლონეთში რუსეთის მიერ ევროპის საჰაერო სივრცის ყველაზე სერიოზული დარღვევა ვიხილეთ. არსებული ნიშნები მიუთითებს, რომ ეს წინასწარგანზრახული იყო და არა შემთხვევითი“, – წერს კაია კალასი X-ზე.
მისი თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადოსლავ სიკორსისკთან კონტაქტშია.
„ევროკავშირი პოლონეთს სრულ სოლიდარობას უცხადებს. რუსეთის ომი არ მთავრდება, არამედ მისი ესკალაცია ხდება. ჩვენ მოსკოვისთვის ამის საფასური უნდა გავზარდოთ, უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ და ევროპის თავდაცვაში მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ“, – აცხადებს კალასი.