შიიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედისა და მეექვსე იმამის, ჯაფარ ას-სადიკის დაბადების დღეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს შიიტ მუსლიმებს წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს ულოცავს და მათ მშვიდობას უსურვებს.
ამის შესახებ განცხადებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„დღეს შიიტი მუსლიმები ერთდროულად აღნიშნავენ ორ დღესასწაულს – წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს, რომელიც ტრადიციის მიხედვით, დაიბადა ქალაქ მექაში, 571 წელს და მეექვსე იმამის, ჯაფარ ას-სადიკის დაბადების დღეს, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული ჯაფარიანთა საღვთისმეტყველო-სამართლებრივი სკოლის დაფუძნება.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს შიიტ მუსლიმებს დღესასწაულებს და მშვიდობას უსურვებს“,-აღნიშნულია მილოცვაში.