ეს ომის აქტია… პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთმა საზღვრები არ იცის“ – ჯო უილსონი პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევაზე

“ეს ომის აქტია”- ასე ეხმაურება ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.
უილსონი მოუწოდებს პრეზიდენტ ტრამპს, ს ამ ქმედებას სავალდებულო სანქციებით უპასუხოს.
მისივე განცხადებით, პუტინი აღარ კმაყოფილდება მხოლოდ ში სროლით და დედებისა და ბავშვების დაბომბვით.
„რუსეთი ნატო-ს მოკავშირე პოლონეთს ირანული დრონებით ესხმის თავს მას შემდეგ, რაც ერთ კვირაზე ნაკლები ხნის წინ პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ნავროცკის თეთრ სახლში უმასპინძლა. ეს ომის აქტია. მადლიერები ვართ ნატო-ს მოკავშირეების ომის დამნაშავე პუტინის მიერ თავისუფალი და პროდუქტიული ერების წინააღმდეგ განხორციელებულ არაპროვოცირებულ აგრესიაზე სწრაფი რეაგირებისთვის. მოვუწოდებ პრეზიდენტ ტრამპს, უპასუხოს სავალდებულო სანქციებით, რომლებიც რუსეთის ომის მანქანას გაკოტრებას გამოიწვევს და უკრაინა რუსეთზე დარტყმის უნარის მქონე იარაღით აღჭურვოს.
ის ახლა პირდაპირ სცდის ჩვენს სიმტკიცეს ნატო-ს ტერიტორიაზე. პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთმა საზღვრები არ იცის“. თავისუფალი და აყვავებული ერები რუსეთს საზღვრების შესახებ ასწავლიან“, – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ბასილაია – ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს სხვადასხვა ეპიზოდთან ერთად ედავებიან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლას, გუშინ კი ვიხილეთ მელიქიშვილზე, როგორ სასტიკად არბევდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დემონსტრანტებს – არავინ დაუკავებიათ

გია ვოლსკი – საქართველოში მისიის არჩევნებზე გამოგზავნა იმ ხალხისთვის ცუდი შედეგით დამთავრდა, ვინც ქვეყნის არევასა და დესტაბილიზაციაზე ფიქრობს – გავიხსენოთ ეუთო/ოდირზე პოლიტიკური, მორალური და ფსიქოლოგიური შეტევა