აღკვეთოს ძალადობის ყველა შესაძლო გამოვლინება – „ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადება

მეორე დღეა მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ ოფისში, ს მობილიზებული ჰყავს ქუჩის ზონდერები, რომლებიც სასტიკად უსწორდებიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
ფიზიკური დაპირისპირების და პროვოკაციის საფრთხე იზრდება და ისევე როგორც გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ხელისუფლების მიერ მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელ ძალადობას უმოქმედობით პასუხობს.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები შეუფერხებლად ძალადობენ მშვიდობიან მომიტინგეებზე. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც არსებობდა ყველა გარემოება ამ პირთა წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის ან ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყებისათვის. ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არცერთი მოძალადე არ არის დაკავებული, კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ამ მოძალადე ჯგუფების ხელისუფლებასთან კავშირს და მიუთითებს პოლიციისთვის მიცემულ პირდაპირ დავალებაზე – არ დააკავონ მოძალადეები.
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ პოლიტიკური გუნდი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაწყებამდე აღკვეთოს ძალადობის ყველა შესაძლო გამოვლინება და დაიცვას მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელი დაპირისპირების შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება შინაგან საქმეთა ე.წ მინისტრსა და სამინისტროს პირად შემადგენლობას!

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ბასილაია – ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებს სხვადასხვა ეპიზოდთან ერთად ედავებიან 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დაშლას, გუშინ კი ვიხილეთ მელიქიშვილზე, როგორ სასტიკად არბევდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დემონსტრანტებს – არავინ დაუკავებიათ

გია ვოლსკი – საქართველოში მისიის არჩევნებზე გამოგზავნა იმ ხალხისთვის ცუდი შედეგით დამთავრდა, ვინც ქვეყნის არევასა და დესტაბილიზაციაზე ფიქრობს – გავიხსენოთ ეუთო/ოდირზე პოლიტიკური, მორალური და ფსიქოლოგიური შეტევა