პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს პოლონეთის საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტებთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ აცნობა.
ნატო-ს გენერალურ მდივანს ვაცნობე არსებული ვითარებისა და იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც ჩვენი საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტებთან დაკავშირებით განხორციელდა, – წერს დონალდ ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ტუსკმა მინისტრთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია.
პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერის თქმით, შეხვედრა ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიმართება. მისივე ინფორმაციით, დონალდ ტუსკი უკვე ხვდება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ მინისტრებს.
შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონეთმა დრონების გასანეიტრალებლად ოპერაცია ჩაატარა.
