დონალდ ტუსკი – მიმდინარეობს ოპერაცია პოლონეთის საჰაერო სივრცის მრავალჯერად დარღვევასთან დაკავშირებით

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, მიმდინარეობს ოპერაცია, რომელიც „პოლონეთის საჰაერო სივრცის მრავალჯერად დარღვევას უკავშირდება“.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის „მუდმივ კონტაქტზე“ იმყოფება თავდაცვის სამინისტროსთან და ოპერატიული მეთაურისგან პირდაპირი ანგარიში მიიღო.
“სამხედროებმა სამიზნეების წინააღმდეგ იარაღი გამოიყენეს. მუდმივ კონტაქტზე ვარ პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან. ოპერატიული მეთაურისგან პირდაპირი ანგარიში მივიღე“, – დაწერა ტუსკმა.