,, ეს ხალხი ჩემო “ძვირფასო ქოცებო” ოპოზიციის მხარდამჭერი კი არაა…” – გიორგი ფოფხაძე

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე:
,,სამწუხაროდ ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ გაათვითცნობიერა რომ, ქართველები უმიზეზოდ ვინმეს დაჩაგვრას და მითუმეტეს ქალის ცემას არავის პატიობენ..
გაიხსენეთ 2007 წლის 7 ნოემბერი. ფაქტიურად ათი კაცი იდგა მიტინგზე დილით და ამდენივე მოშიმშილე, როცა მაშინდელი ხელისუფალი მიუვარდა და ცემა მომიტინგეები. ზუსტად ერთ საათში გამოვიდა მოსახლეობა ქუჩაში.
ასე მოხდა დღესაც..
ეს ხალხი ჩემო “ძვირფასო ქოცებო” ოპოზიციის მხარდამჭერი კი არაა, უბრალოდ უკანონობას და უმიზეზოდ ადამიანების ჩაგვრას ვერ იტანს..
არც 2007 წელს იყო რუსთაველზე გამოვარდნილი ხალხი იმდროინდელი ოპოზიციის მხარდამჭერი.. ხელისუფლების არასწორმა მოქმედებამ გააბრაზა და გამოიყვანა..
რაც მალე გაიგებთ და შეიგნებთ ამას, თქვენთვისაც კარგი იქნება, ჩვენთვისაც და ქვეყნისთვისაც..“

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი