სიმონ ჯანაშია: ეს არის ბაბუაჩემის სახელობის ქუჩა და ეს კაცი მიხსნის მე ამ ქუჩაზე ვიდგე თუ არ ვიდგე (ვიდეო)

 “ეს არის ბაბუაჩემის სახელობის ქუჩა და ეს კაცი მიხსნის მე ამ ქუჩაზე ვიდგე თუ არ ვიდგე – ასე მიმართა ისტორიკოსმა, განათლების მკვლევარმა და “თავისუფლების მოედნის” – ერთ-ერთმა ლიდერმა, სიკო ჯანაშიამ აქციის მონაწილეებს.
 აქცია “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან მელიქიშვილისა და სიმონ ჯანაშიას სახელობის ქუჩის კვეთასთან მიმდინარეობდა. ,,ვისია ეს ქალაქი?’’ – მიმართა ჯანაშიამ აქციას, ,,ჩვენი” – მიიღო პასუხი მან. “მათ მხარეს არის ჩვეულებრივი, ბანალური ბოროტება, ხოლო ჩვენს მხარეს გმირობა, ეს არის ყოველდღიური გმირობა, რომელსაც ამ ქალაქის ნამდვილი მოქალაქეები სჩადიან ყოველდღე. და არა ისინი, ვისაც აქ მოსვლითვის და ძალადობისთვის ფული გადაუხადეს.ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ მამაცები, მართლები, მშვიდობიანები” – თქვა მან.