,,ძლიერი საქართველო ლელო” მელიქიშვილზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

,,ძლიერი საქართველო ლელო” მელიქიშვილზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:
,,მეორე დღეა მელიქიშვილის გამზირზე, “ქართული ოცნების” ოფისში, კახა კალაძეს მობილიზებული ჰყავს ქუჩის ზონდერები, რომლებიც სასტიკად უსწორდებიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
ფიზიკური დაპირისპირების და პროვოკაციის საფრთხე იზრდება და ისევე როგორც გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ხელისუფლების მიერ მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელ ძალადობას უმოქმედობით პასუხობს.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები შეუფერხებლად ძალადობენ მშვიდობიან მომიტინგეებზე. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც არსებობდა ყველა გარემოება ამ პირთა წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის ან ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყებისათვის. ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არცერთი მოძალადე არ არის დაკავებული, კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ამ მოძალადე ჯგუფების ხელისუფლებასთან კავშირს და მიუთითებს პოლიციისთვის მიცემულ პირდაპირ დავალებაზე – არ დააკავონ მოძალადეები.
“ძლიერი საქართველო – ლელოს” პოლიტიკური გუნდი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაწყებამდე აღკვეთოს ძალადობის ყველა შესაძლო გამოვლინება და დაიცვას მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელი დაპირისპირების შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება შინაგან საქმეთა ე.წ მინისტრსა და სამინისტროს პირად შემადგენლობას!«

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”