ნეპალში ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს პარლამენტის შენობას

ნეპალში გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლები. დემონსტრანტებმა კატმანდუში ცეცხლი წაუკიდეს ნეპალის პარლამენტის შენობას. ბიბისის კორესპონდენტის აღწერით, ისინი ცეკვავენ და ყვირიან. პარლამენტის შენობის ფანჯრები ჩამსხვრეულია.
ნეპალის არმია აცხადებს, რომ „მზად არის ვითარებაზე კონტროლი აიღოს“, მაგრამ უცნობია დეტალები – რას შეიძლება ეს ნიშნავდეს. არმია პროტესტის მონაწილეებს შექმნილი სიტუაციით სარგებლობაში, მაროდიორობაში, სახელმწიფო და კერძო შენობებისთვის ცეცხლის წაკიდებაში ადანაშაულებს. ამასთან, მოუწოდებს მოქალაქეებს „მხარი დაუჭირონ ჯარს მის ძალისხმევაში“, ვითარების გასაკონტროლებლად ადგილობრივი დროით 22:00 საათიდან:
„უსაფრთხოების ყველა უწყება, ნეპალის არმიის ჩათვლით, მოწადინებულია ვითარებაზე კონტროლი აიღოს“.
ამას წინ უძღოდა 8 სექტემბერს ნეპალის პრემიერმინისტრ შარმა ოლის გადადგომა პროტესტის ფონზე, რომელიც მთავრობის მიერ სოციალური ქსელების აკრძალვამ გამოიწვია. მოგვიანებით მოქალაქეების წინააღმდეგობის გამო გადაწყვეტილება შეცვალა, თუმცა ამას პროტესტი არ შეუჩერებია, არამედ ის უფრო მასშტაბურ ანტიკორუფციულ პროტესტში გადაიზარდა.
საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის ფონზე, ნეპალის დასავლეთ რაიონებში მდებარე ორი ციხიდან პატიმრები გაიქცნენ – სულ დაახლოებით 900 პატიმარი. ადგილობრივი მედია ციხეებიდან გაქცევის სხვა შემთხვევებზეც იუწყება, თუმცა ინფორმაცია ჯერჯერობით დაუდასტურებელია.
მიმდინარე არეულობისას დაიღუპა 22 ადამიანი, რამდენიმე ათეული პირი დაშავდა.
ფორუმი