ისრაელი აცხადებს, რომ თავდასხმა განახორციელა დოჰაში მყოფ ჰამასის ლიდერებზე

ისრაელმა თავდასხმა განახორციელა კატარის დედაქალაქ დოჰაში მყოფ ჰამასის ლიდერებზე.
ბიბისის ცნობით, ჰამასის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თავდასხმის სამიზნეები იყვნენ ჰამასის მომლაპარაკებელი გუნდის წევრები.
ს პრემიერმინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ 9 სექტემბერს შუადღისას მათ მიიღეს ჰამასის ლიდერებზე თავდასხმის გადაწყვეტილება. მათი განცხადებით:
“ეს ქმედება იყო სრულად გამართლებული, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჰამასის ლიდერების ინიციატივით და მათი ორგანიზებით განხორციელდა 7 ოქტომბრის ხოცვაჟლეტა და მას შემდეგად არ შეუწყვეტიათ ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ სასიკვდილო ოპერაციების განხორციელება, მათ შორის, პასუხისმგებლობა აიღეს იერუსალიმში გუშინდელი ტერორისტული თავდასხმის შედეგად ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაზე”.
არ არის დაზუსტებული, არის თუ არა დღევანდელი თავდასხმის შედეგად მოკლული ჰამასის რომელიმე ლიდერი. ფოტოებზე მოჩანს ძლიერად დაზიანებული შენობა დოჰას ჩრდილოეთ ნაწილში.
კატარი, რომელიც შუამავლობას სწევს ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკებებში, საერთაშორისო სამართლის “უხეშ დარღვევად” აფასებს ისრაელის თავდასხმას.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ “განახორციელა ზუსტი დარტყმა” და რომ სამიზნეებს “ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა 7 ოქტომბრის სასტიკ ხოცვაჟლეტაზე”.
თეთრ სახლში ბიბისის განუცხადეს, რომ -ს წინასწარ “ეცნობა” დაგეგმილი თავდასხმის შესახებ.
ივლისის შემდეგ ჰამასსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები არ გამართულა.
ფორუმი