მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოქალაქეები, რომლებიც “ფილარმონიასთან” იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მივიდნენ.
პროტესტის მონაწილეებმა შტაბთან განლაგებული რკინის ჯებირები დააშალეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “რუსებო, რუსებო!”. მომიტინგეებმა შტაბის შენობაზე დატოვეს წარწერები: “რუსული ოცნება”.
ადგილზე იყო შეძახილები, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა შტაბის შიგნიდან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები შეამჩნიეს. აქციის მონაწილეები მათ მოუწოდებენ, გარეთ გამოსვლისკენ.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.