კალაძის შტაბთან ბანერების დაზიანებაზე -მ სისხლის სამართლის წესით დაიწყო გამოძიება

დღეს საღამოს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, დემონსტრაციის პარალელურად თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან სარეკლამო ბანერების დაზიანებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის წესით დაიწყო გამოძიება.
კერძოდ, გამოძიება დაიწყო „ნივთის დაზიანების ან განადგურების“ მუხლით, – რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი.
ამ მუხლის თანახმად, „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“ ისჯება:
· ჯარიმით,
· საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 100-180 საათამდე,
· გამასწორებელი სამუშაოთი,
· შინაპატიმრობით
· ან ერთიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.
იგივე ქმედება „არაერთგზის“ და „ჯგუფურად“ ისჯება სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით.
დღეს საღამოს დემონსტრაციის პარალელურად კახა კალაძის შტაბთან საარჩევნო ბანერს იოგურტი შეასხეს.
ასევე, წაშალეს წარწერები ერთ-ერთ ბანერზე და დააწერეს: „რუსული ოცნება“.
დღევანდელ აქციას წინ უძღოდა წინა საღამოს, 8 სექტემბერს მომხდარი ძალადობა.
· 8 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, ხელისუფლების მომხრეების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტს ჯგუფური ძალადობის მუხლით იძიებს, თუმცა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჯერ არ გამოუკვეთია.
· ჩხუბში მონაწილეების იდენტიფიცირებას, ღია წყაროების მიხედვით, თვითმხილველები და ჟურნალისტები დამოუკიდებლად ცდილობენ.
· ხელისუფლება მომხდარს “პროვოკაციად” მიიჩნევს.
· დაპირისპირების კადრებში ჩანს, რომ ხელისუფლების მომხრეები ფიზიკურად უპირისპირდებიან არა მხოლოდ დემონსტრანტებს, პოლიციელებსაც. პოლიციელები მათზე ძალადობას უარყოფენ.