სათითაოდ ირჩეოდა ჩემი ფეისბუკ-პოსტები – ბაია პატარაია გამოკითხვის შემდეგ

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმეზე, – რომელსაც მედიაში „პირბადეების საქმედ“ მოიხსენიებენ და რომლის ფარგლებშიც მათ ანგარიშები დაუყადაღეს, – თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოჰკითხეს ერთ-ერთი მათგანის, „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.
„სათითაოდ ირჩეოდა ჩემი ფეისბუკ-პოსტები. მაგალითდ, როგორიცაა: „თავისუფლებამდე თუ გინდა მიხვიდე, რუსთაველი უნდა გაიარო“. რას გულისმხობთ ამაშიო, ასეთ რაღაცებს მეკითხებოდნენ“, – უთხრა პატარაიამ ჟურნალისტებს გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.
„გაფიცვის უფლება, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება რომ აქვთ ადამიანებს ამ ქვეყანაში, ასეთ რაღაცებს რატომ წერო“, – განაცხადა მან.
მისი შეფასებით, გამოკითხვა „ძალიან არასერიოზული“ იყო. „მგონია, რომ ეს არის პროკურატურის, სასამართლოსა და ჩემი დროის მოცდენა“, – თქვა მან.
„საფარის“ დირექტორის ცნობითვე, პროკურატურის წარმომადგენლებს აინტერებდათ ორგანიზაციის საქმიანობა:
„ძალიან დეტალურად მომაყოლეს, როგორი პროექტები გვაქვს, რას ვაკეთებთ, – თუმცა ეს ყველაფერი ჩვენს ფეისბუკგვერდსა და საიტზე ისედაც დევს და ვისაც დააინტერესებს, შეუძლია გაეცნოს“.
„ფინანსებზეც მკითხეს, რაც დაყადაღებული და გაყინულია ყველაფერი. ვუთხარი, რომ ყველაფერი თავად გაყინეს და ნანახი აქვთ. ზუსტ ციფრებს ვერც გეტყვით და თავადაც იცით-მეთქი. კარგი, ჰო, ვიცითო“, – უთხრა უფლებადამცველმა ჟურნალისტებს.
მისი შეფასებით, ეს იყო „დაკარგული საათ-ნახევარი“: „გინდა ჩატარებულიყო, გინდა არჩატარებულიყო, არაფერი შეცვლილა. ვერც მე მივიღე ახალი ინფორმაცია და ვერც მათ“, – თქვა მან.
ამავე საქმეზე უკვე გამოკითხეს:
· 8 სექტემბერს: ISFED-ის მოქმედი დირექტორი ლევან ნატროშვილი;
· 5 სექტემბერს: „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე. მან განმარტა, რომ „წიწაკის სპრეი“ ორგანიზაციამ შეიძინა თანამშრომელი ქალებისთვის, „სასტიკ რეალობაში თავის დასაცავად“;
· 4 სექტემბერს: „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე. მან თქვა, რომ პროურორებსარ წარმოუდგენიათ „არცერთი დოკუმენტი, რომელშიც რაიმე უკანონო საგანია ვინმეს მიერ შესყიდული“.
· 3 სექტემბერს: „სამართლიანი ს“ ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძემ. მანგანაცხადა, რომ ორგანიზაცია დაარსებიდან „მუდმივად იცავს ქვეყანაში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს“.
· 3 სექტემბერს: „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი.
ამ გამოძიების ფარგლებში, რომლითაც სახელმწიფო ბრალდების მხარე ორგანიზაციებს საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“ და „საბოტაჟს“ ედავება, 27 აგვისტოს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღეს. ესენი არიან:
· „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“;
· „სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED);
· „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI);
· „დემოკრატიის მცველები“;
· „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI);
· „საფარი“;
· „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC).
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, „გამოძიება აშკარად უსაფუძვლოა, რადგან ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოყენებული არგუმენტები, კერძოდ, პირბადეებისა და თავდაცვის საშუალებების თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, ლიმიტირებული ოდენობით შეძენა, წამებისა და ძალადობის მსხვერპლების სამართლებრივი დაცვა და, ასევე, საჯარო პოსტები და განცხადებები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლებაში ექცევა, ცხადია, ვერანაირ დანაშაულად ვერ ჩაითვლება“.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება მათი დევნისა და შევიწროების სისტემური პოლიტიკის გაგრძელებაა და სისხლის სამართლის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების კიდევ ერთი უმძიმესი შემთხვევაა“, – წერია მათ მიერ 4 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
ფორუმი