IDF აცხადებს, რომ ღაზაში იარაღის მიწისქვეშა დიდი ქარხანა აღმოაჩინეს, რომელიც შორი დისტანციის რაკეტების დასამზადებლად გამოიყენებოდა – ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ რაკეტების გარდა, სახელოსნოში სტანდარტული საბრძოლო მასალის ასლებს აწარმოებდნენ, მაგითად ნაღმტყორცნებს. ასევე ქარხანა უკავშირდებოდა გვირაბებს, რომელიც ღაზის საბრძოლო ნაწილებში იარაღის გადასატანად გამოიყენებოდა.
ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ “ჰამასი” სამხედრო ინფრასტრუქტურას, მათ შორის გვირაბებს, სამოქალაქო ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ათავსებს, რომ მათზე თავდასხმა გართულდეს. აღნიშნულს “ჰამასი” უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა